Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დახურავენ ლგბტ ტინეიჯერების მხარდასაჭერ გვერდს „ბავშვები 404“


სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ უფლება მისცა რუსეთის მთავრობას, დახუროს სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტეში“ ლგბტ ტინეიჯერების მხარდასაჭერად შექმნილი ვებგვერდი „ბავშვები 404“. ამ გვერდის წარმომადგენელთა ადვოკატმა, მარია კოზლოვსკაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯგუფი ემზადებოდა 6 აპრილისთვის დანიშნული მოსმენისთვის, მაგრამ როდესაც ამ დღეს აქტივისტები სასამართლოში გამოცხადდნენ, მათ უთხრეს, რომ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო 25 მარტს. „ბავშვები 404“ შექმნა ურალის მთებში, ქალაქ ნიჟნი ტაგილში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ელენა კლიმოვამ. მან საჯაროდ გააკრიტიკა 2013 წელს რუსეთში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალური შინაარსის „პროპაგანდის“ გავრცელებას არასრულწლოვანთა შორის. კლიმოვას თქმით, მთავრობა გულგრილობას იჩენს ლგბტ ტინეიჯერების მიმართ, რომლებიც იჩაგრებიან ქვეყანაში, სადაც ჰომოფობიას მყარად აქვს გადგმული ფესვები.

XS
SM
MD
LG