Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომურ წყალქვეშა ნავ „ორიოლზე“ ხანძარი გაჩნდა


რუსეთის სააგენტოების თანახმად, არხანგელსკის ოლქის ერთ-ერთ ნავსარემონტო ქარხანაში ცეცხლი წაეკიდა ატომურ წყალქვეშა ნავ „ორიოლს“. „რია ნოვოსტისა“ და ტასს-ის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა ნავის რეზინის დამათბობელს, რომელიც ნავის მყარსა და მსუბუქ კორპუსებს შორისაა მოთავსებული. კერძოდ, ხანძარი გაჩნდა საშემდუღებლო სამუშაოების დროს. გავრცელებული ცნობებით, მეხანძრეებმა გადაწყვიტეს, ნაწილობრივ დატბორონ ქარხანა მდინარის წყლით, რათა ცეცხლი ჩააქრონ. ტასს-ის ინფორმაციით, ნავში არ ყოფილა არავითარი სახის საბრძოლო მასალა. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.

XS
SM
MD
LG