Accessibility links

ხარკოვში აფეთქებამ ეროვნული დროშის მემორიალი დააზიანა


აფეთქება მოხდა ეროვნული დროშის მემორიალთან, ხარკოვში, უკრაინაში. ადგილობრივი პროკურატურის თქმით, აფეთქება მოხდა შვიდ აპრილს, დილის 3:40 საათზე. აფეთქებამ დააზიანა მემორიალის ნაწილი და ჩაამსხვრია მიმდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ფანჯრები. არავინ დაშავებულა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მსგავსი აფეთქებები ბოლო თვეებში მოეწყო ხარკოვში და უკრაინის სამხრეთის ქალაქ ოდესაში. ვარაუდობენ, რომ მათ უკან პრორუსული სეპარატისტები დგანან. კიევი მომხდარში რუსეთს და მეამბოხეებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG