Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის მიძღვნილი აქცია გაიმართა


მოსკოვის ცენტრში, მდინარე მოსკვის ხიდზე, სადაც 40 დღის წინ მოკლეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი, გაიმართა მისი ხსოვნისთვის მიძღვნილი აქცია. ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად მკვლელობის ადგილზე მივიდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ხიდზე გამოფენილი იყო მოკლული პოლიტიკოსის ფოტოგრაფიები. ნემცოვის ხსოვნისთვის მიძღვნილი აქციები იმართება რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პეტერბურგში, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში და ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც ნემცოვი ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობდა.

XS
SM
MD
LG