Accessibility links

logo-print

დუმამ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა დეპუტატ პონომარიოვს


რუსეთის სახელმწიფო დუმამ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა სამართლიანი რუსეთის ფრაქციის დეპუტატს, ილია პონომარიოვს და თანხმობა გასცა აღიძრას მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე. გენერალური პროკურატურის წარდგინებას მხარი დაუჭირეს ყველა ფრაქციის წარმომადგენლებმა. გადაწყვეტილებას მიემხრო 438 დეპუტატი, წინააღმდეგ იყო ერთი. დეპუტატს, რომელიც უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია, გაფლანგვაში მონაწილეობა ედება ბრალად. პონომარიოვმა პარტია სამართლიანი რუსეთის რიგები დატოვა 2013 წელს, მაგრამ დარჩა ფრაქციაში. ის მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის აქციებში და ერთადერთი კანონმდებელი იყო პარლამენტის ქვედა პალატაში, რომელიც არ მიემხრო რუსეთისთვის ყირიმის მიერთების შეთანხმებას და კანონს. 2014წლის სექტემბრიდან პონომარიოვი აშშ-ში იმყოფება.

XS
SM
MD
LG