Accessibility links

logo-print

ჯონ ბრენანმა მოიწონა ირანთან მიღწეული შეთანხმება


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმაჯონ ბრენანმა შეაქო ირანთან მიღწეული ჩარჩო შეთანხმება და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის კრიტიკოსები „არაგულწრფელები“ არიან. 7 აპრილს, ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ გაოცებული იყო იმ დათმობებით, რომლებზეც ირანი წავიდა, მსოფლიო ექვსეულთან მოლაპარაკებების პროცესში. ბრენანის აზრით, ვინც აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმება ირანს აძლევს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობას, „აბსოლუტურად არაგულწრფელები არიან“, თუკი ისინი იცნობენ ფაქტებს. ჯონ ბრენანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი არის „შედარებით კეთილგონიერი“ ფიგურა, რომელსაც შეთანხმების მისაღწევად მწვანე შუქი აქვს ანთებული ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისგან. ირანთან მიღწეული შეთანხმების მიმართ განსაკუთრებით კრიტიკულია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ის თვლის, რომ ჩარჩო-შეთანხმებაში ჩადებული პირობები ისრაელის არსებობას უქმნის საფრთხეს. ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა 2 აპრილს ლოზანაში მიაღწის ირანთან ჩარჩო-შეთანხმებას. ირანმა უნდა შეზღუდოს ბირთვული პროგრამა, რის სანაცვლოდაც მის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების ნაწილი გაუქმდება.

XS
SM
MD
LG