Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამესტი ინტერნეშნლმა გამოაქვეყნა ანგარიში აქტივისტ ქალებზე ავღანეთში


7 აპრილს „ამნესტი ინტერნეშნლმა“ გამოაქვეყნა ანგარიში ავღანეთში აქტივისტი ქალების მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაცია თვლის, რომ ავღანეთის მთავრობა ვერ იცავს აქტივისტ ქალებს საფრთხეებისგან, სექსუალური ძალადობისა და მკვლელობისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თალიბანისა და შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფებიდან მომდინარეობს, თუმცა, ქალი აქტივისტების მიმართ ძალადობენ სამთავრობო ძალების წარმომადგენლები და საველე მეთაურებიც. „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა „ძალიან ცოტას აკეთებს“ ავღანელი ქალების მიერ ბოლო ათწლეულში მიღწეული შედეგების დასაცავად. 19 მარტს ქაბულში ბრბომ სასიკვდილოდ ცემა 27 წლის ქალი მცდარი ინფორმაციის გამო, რომ მან თითქოს ყურანი დაწვა. პოლიციას არაფერი უღონია თავდასხმის შესაჩერებლად. თებერვალში ნანგარარის პროვინციაში ქალი პოლიტიკოსი ანგიზა შინვარი მისი მანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. გასულ წელს კანონმდებელი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი შუქრია ბარეკზაი ძლივს გადაურჩა თვითმკვლელის თავდასხმას ქაბულში.

XS
SM
MD
LG