Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 აპრილს ვაშინგტონში ელექტრომომარაგება შეწყდა


7 აპრილს მერილენდში ელექტროგადამცემ ხაზზე პრობლემის გამო ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდა ვაშინგტონს, მათ შორის - თეთრ სახლს, კაპიტოლიუმის შენობასა და სახელმწიფო დეპარტამენტს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეზიდენცია ელექტროენერგიის საგანგებო წყაროზე გადართეს. ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო განხორციელდა მუზეუმებიდან ადამიანების ევაკუაცია. შუქი ჩაქრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მარი ჰარფის ბრიფინგზეც. საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა მალევე გამორიცხა ტერორიზმის საფრთხე და ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზად მერილენდში გადამცემი ხაზის პრობლემა დაასახელა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაიხურა სკოლები და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაშინგტონის ქუჩებში.

XS
SM
MD
LG