Accessibility links

logo-print

"ტრანსპარენსი ინტერნეშნლის" რუსეთის ოფისი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიტანეს


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტების სიაში შეიტანა „ტრანსპარენსი ინტერნეშნლის“ რუსეთის განყოფილება. ეს ორგანიზაცია აღმოჩნდა 52-ე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აგენტების რეესტრში მოხვდა. უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ „ტრანსპარენსი ინტერნეშნლის“ რუსეთის განყოფილება უცხოეთის აგენტების სიაში შეიტანეს საპროკურორო შემოწმების შედეგად. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ანტონ პომინოვმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას. დეკემბერში „ტრანსპარენსი იტნერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში რუსეთმა შესაძლო 100-დან 27 მიიღო, რითაც მან 136-ე ადგილი დაიკავა და აჩვენა ნიგერიის, ლიბანის, ყირგიზეთის, ირანისა და კამერუნის მსგავსი შედეგი. ინდექსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში რეიტინგი გააკრიტიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა და განაცხადა, რომ რეიტინგის შედგენისას ორგანიზაციამ „ვიღაც ექსპერტებს“ მიმართა. სახელმწიფო დუმაში კი რეიტინგებს „მიკერძოებული“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG