Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება" საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის პარლამენტს


სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება"-ს ინიციატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს საქართველოს პარლამენტს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, სარჩელის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს 2014 წლის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, დაკანონდა ფარული მოსმენის „ორგასაღებიანი სისტემა“. ნაცვლიშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს სისტემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიებს, რადგან ამ მხრივ, კონსტიტუციით გაცილებით მაღალი სტანდარტია დადგენილი. „ეს შენ გეხება“-ს მონაწილეთა აზრით, ფარულ მოსმენაზე წვდომის „გასაღები“ შსს-ს არ უნდა დარჩენოდა. ახალი კანონით, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, „ორგასაღებიანი“ სისტემის მონაწილეა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც.

XS
SM
MD
LG