Accessibility links

ესპანეთის პოლიცია ატარებს რეიდებს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ


8 აპრილს სულ მცირე ცხრა პირი დააპატიმრა ესპანეთის პოლიციამ, რომელიც რეიდებს ახორციელებს ტერორიზმში და ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. კატალონიის პოლიციის განცხადებით, 10 პირი დააკავეს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, რეგიონის დედაქალაქის, ბარსელონის ჩათვლით. განცხადებაში წერია, რომ 360-მდე პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა 12 რეიდში. ეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ამ რეგიონში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს კატალონიის პოლიციის პრესმდივნის სიტყვებს - რომ დაკავებულ პირებს, სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალი ედებათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. პრესმდივნის ინფორმაციით, ცხრა პირია დაკავებული. ესპანეთი ცდილობს შეაჩეროს ახალგაზრდა მუსლიმთა რადიკალიზაციის პროცესი და მათ საშუალება არ მისცეს სირიასა და ერაყში ექსტრემისტებს შეუერთდნენ, ან ქვეყნის შიგნით მოაწყონ თავდასხმები. მიმდინარე წელს 30-მდე პირი დააპატიმრეს ექსტრემიზმის ეჭვის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG