Accessibility links

logo-print

მოსკოვში იმართება პუტინისა და ციპრასის შეხვედრა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში მასპინძლობს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს. შეხვედრის მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშეწყობის გზების განხილვა. ალექსის ციპრასის ვიზიტის ფონია ეკონომიკური პრობლემების მქონე მისი მთავრობის მცდელობა, საერთაშორისო კრედიტორებისგან მიიღოს ფინანსური დახმარების პაკეტი. ამავე დროს, დაძაბული რჩება ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი ათენთან კავშირის გაღრმავებას აღიქვამს ევროკავშირში უთანხმოების გაჩენის გზად. ციპრასი, რომელიც ყოფილი კომუნისტია და ხელისუფლებაში იანვარში ჩატარებული არჩევნებით მოვიდა, ღიად აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცება სურს.

XS
SM
MD
LG