Accessibility links

logo-print

აშშ აღნიშნავს ბოშათა საერთაშორისო დღეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელით, ბოშათა საერთაშორისო დღე მიულოცა ამ ხალხის ყველა წარმომადგენელს. „მრავალი საუკუნის განმავლობაში ბოშები არაერთი ტირანის მიერ იდევნებოდნენ. ბევრი დღემდე განიცდის ჩაგვრას“, ნათქვამია კერის განცხადებაში. 8 აპრილს აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, აღნიშნავს ბოშათა საერთაშორისო დღეს და ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საზოგადოებაში ბოშების ყოველმხრივ ინტეგრაციას.

XS
SM
MD
LG