Accessibility links

logo-print

ავიადისპეტჩერთა გაფიცვის გამო საფრანგეთში მოიხსნა ასობით ავიარეისი


საფრანგეთში მოიხსნა ასობით ავიარეისი, რის მიზეზადაც ადგილობრივი საავიაციო დისპეტჩერების გაფიცვა იქცა. აქცია, რომლის მონაწილეები შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, ორ დღეს გასტანს. აქციის მოწყობის თაოსანია დისპეტჩერთა ეროვნული სინდიკატი. საჰაერო მიმოსვლაში მომხდარი ცვლილებები, ძირითადად, ახლო მანძილზე განსახორციელებელ რეისებს შეეხო. როგორც საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობა იუწყება, დისპეტჩერთა ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება გეგმას, 67-დან 69 წლამდე გაიზარდოს საპენსიო ასაკი.

XS
SM
MD
LG