Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: ჯანელიძის მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა


„ვერანაირად ვერ გადაფარავენ აუცილებლობას, რომ საჰაერო თავდაცვის საკითხის გასარკვევად, კომისია უნდა შეიქმნას“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის საკომიტეტო მოსმენის შეფასებისას განაცხადა. ირაკლი ალასანიას თქმით, აუცილებელია გაირკვეს, რატომ შეიცვალა პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის მოსმენის შემდეგ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. გუშინ თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

XS
SM
MD
LG