Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა მინისტრთა ახალი კაბინეტი


ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი უხელმძღვანელებს.მანამდე კი ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს ახალი კაბინეტის ფორმირების უფლებამოსილება მიანიჭა, რასაც 100 დეპუტატიდან მხარი 58-მა დაუჭირა, 40 კი წინააღმდეგი იყო. მინისტრთა ახალი კაბინეტი ხუთშაბათს ფიცის დადების შემდეგ შეუდგება მუშაობას.

XS
SM
MD
LG