Accessibility links

კომოროვსკი: უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ევროპული კავშირის წევრობა


უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ევროპული კავშირის წევრობა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. კომოროვსკის თქმით, მისთვის უკრაინაში ვიზიტი არის იმის შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, რომელსაც გააჩნია უფლება, დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა.

XS
SM
MD
LG