Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ლააპრაკობს უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა შეყვანაზე


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პორპშენკო ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობისმყოფელთა ყოფნა ხელს შეუწყობს კონფლიქტის დეესკალაციას. ამის შესახებ მან კიევში, პოლინეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სულ ცოტა ხნის წინ, იდეა მშვიდობისმყოფელთა შესახებ, თითქმის მიუღებელი იყო, თუმცა, დღეს ყველა ხვდება, რომ მათი ყოფნა აღმოსავლეთ უკრაინაში არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კონფლიქტის დეესკალასიისა. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა - არა კონფლიქტის გაყინვა, არამედ დეესკალაცია“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG