Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ირანს აფრთხილებს იემენში მეამბოხეების მხარდაჭერის გამო


აშშ-მა ირანი გააფრთხილა იმ გავრცელებული ცნობების გამო, რომ ის იემენში შიიტ მეამბოხეებს უჭერს მხარს და განაცხადა, რომ აშშ განზე არ გადგება და თეირანს არ მისცემს რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალებას. სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ამ გაფრთხილების ფონია თეირანის მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვისკენ, იემენში კრიზისის გადაჭრის მიზნით. აშშ-ის ტელევიზია PBS-სთვის 8 აპრილს მიცემულ ინტერვიუში კერიმ განაცხადა, ვაშინგტონმა იცის, რომ ირანი იემენში მეამბოხეებს ეხმარებაო. მისი თქმით, ირანი გზავნის დახმარებას, კვირაში რამდენიმე საჰაერო რეისი სრულდება ამ მიზნით. კერიმ დასძინა, აშშ მხარს დაუჭერს ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თვლის, რომ მას ირანი უქმნის საფრთხესო. აშშ-მა გააძლიერა მხარდაჭერა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიმართ, რომელიც საჰაერო კამპანიას აწარმოებს და იარაღს აწვდის იემენში შიიტ მებრძოლებთან და მეამბოხე ძალებთან დაპირისპირებულ, სამთავრობო ძალებს.

XS
SM
MD
LG