Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი გაფრთხილებით გამოდის ბირთვულ შეთანხმებაზე


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ის არც მხარს უჭერს და არც ეწინააღმდეგება შეთანხმების ჩარჩოს, რომელსაც ირანმა თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიაღწია მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან. ხამენეიმ დასძინა, რომ ის შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცებას დაელოდება. ეს ფრთხილი სიტყვები, რომლებიც სატელევიზიო ეთერში გადაიცა 9 აპრილს, ბირთვული ტექნოლოგიის დღეს, წარმოადგენს პირველ განცხადებას, რომელიც ხამენეიმ გააკეთა 2 აპრილს ლოზანაში მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების შესახებ. საბოლოო შეთანხმების მისაღწევ ვადად 30 ივნისია დაწესებული. შეთანხმებამ უნდა შეზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ამ პროგრამის ფარგლებში ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, ირანი კი აცხადებს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG