Accessibility links

logo-print

„ისლამურმა სახელმწიფომ“ დაკარგა კონტროლი ერაყის ნავთობის საბადოების დიდ ნაწილზე


ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი ერაყის სულ მცირე სამ, დიდი ზომის ნავთობის საბადოზე, რაც ამ სუნიტურ დაჯგუფებას შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს ართმევს. გერმანიაში გამომავალი,„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 9 აპრილის ნომერში იუწყება, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერაყის არმიის მიერ წარმოებულმა კონტრშეტევამ ბაღდადს საშუალება მისცა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დაებრუნებინა სამი თუ ოთხი ნავთობის საბადო. გერმანიის საგარეო დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განკარგულებაში ამჟამად მხოლოდ 5 პროცენტია ნავთობის მოპოვების იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც ჯგუფი უწინ ფლობდა.გამოცემის თანახმად, ექსტრემისტული ორგანიზაცია თითქმის საერთოდ ვეღარ ყიდის ნავთობს, რაც მას შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს უკარგავს.

XS
SM
MD
LG