Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციპრასი: რუსეთის სანქციები იყო „ევროპის ერთობლივი გადაწყვეტილება“


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, მისი თქმით, ეს სანქციები წარმოადგენს „ევროპის ერთობლივ გადაწყვეტილებას.“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას, 9 აპრილს, ციპრასმა თქვა, „საბერძნეთის ახალი მთავრობის პოზიცია ისაა, რომ სანქციებს არაფერი მოაქვს, მათ ჩიხში შევყავართ.“ თუმცა, მისი თქმით, სანქციები, რომლებიც მოსკოვს უკრაინის პროცესებში შესრულებული როლის გამო დაუწესდა, რჩება „ევროპის გადაწყვეტილებად.“ ციპრასი, რომელიც ყოფილი კომუნისტია და რომელიც ხელისუფლებაში იანვარში ჩატარებული არჩევნებით მოვიდა, რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტის ფონია დიდძალი ვალის მქონე საბერძნეთის მცდელობა ევროს მოქმედების ზონამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას საბიუჯეტოი ხელმომჭირნეობის ნაკლებად მკაცრი პირობებით გამოუყონ ფინანსური დახმარების ბოლო ნაწილი. მანამდე ციპრასმა თქვა, რომ მისი მთავრობის მიზანია „საბერძნეთი დარჩეს ევროს მოქმედების ზონაში“ და მის ფინანსურ პრობლემებს მოეძებნოს „ევროპის ერთიანი გადაწყვეტა“.

XS
SM
MD
LG