Accessibility links

logo-print

პოლიციის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


საქართველოს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა შალვა აბულაძეს, რომელმაც 2015 წლის 4 აპრილს ცეცხლი გაუხსნა პოლიციის პატრულს. სროლის შედეგად ერთ-ერთი პოლიციელი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო მეორე- ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დღემდე მოთავსებულია საავადმყოფოშია მოთავსებული. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რაც სასჯელის ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG