Accessibility links

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები განამტკიცებენ თავდაცვით კავშირებს


ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 9 აპრილს ოსლოში განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთის მოქმედებების გამო შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის განატკიცონ კავშირები თავდაცვის სფეროში. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების - შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიისა და ისლანდიის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას“. „რუსეთის ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ სამხედრო საშუალებები. რუსეთის მოქმედებები არის ყველაზე დიდი გამოწვევა ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით“. შვედეთი და ფინეთი არ არიან ნატოს წევრები. მათ გააფართოვეს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

XS
SM
MD
LG