Accessibility links

logo-print

სამართალდამცავებმა დააკავეს ძებნილი შალვა აბულაძე


სამართალდამცავებმა დააკავეს ძებნილი შალვა აბულაძე, რომელიც ორი პოლიციელის მკვლელობაში, კიდევ ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშია ბრალდებული. საქართველოს შსს-ს განცხადებით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შალვა აბულაძის დასაკავებლად სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში. სამინისტროს ინფორმაციით, სახლში, სადაც ძებნილი აბულაძე იმალებოდა, აღმოჩენილია 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა. დაკავებული ბორჯომიდან თბილისში სპეცრაზმელების თანხლებით, ვერტმფრენით გადაიყვანეს. შალვა აბულაძეს ბრალი ოფიციალურად ჯერ კიდევ დაკავებამდე, 9 აპრილს საღამოს დაუსწრებლად წარუდგინა თბილისის პროკურატურამ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG