Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი იემენის კონფლიქტში ნეიტრალური იქნება


პაკისტანის პარლამენტმა გადაწყვიტა, ნეიტრალური იყოს იემენის კონფლიქტში. ისლამაბადში კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს იემენში დაპირისპირებულ მხარეებს, კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარონ. რეზოლუციის მიხედვით, პაკისტანს სურს ნეიტრალური იყოს კონფლიქტში, რომელიც იემენში სუნიტებსა და ჰუთის მიმდევარ შიიტ ძალებს შორის მიმდინარეობს. საუდის არაბეთი, რომელმაც თავისი ძალები შეიყვანა იემენში, ზეწოლას ახორციელებს პაკისტანზე, ჩაერთოს კოფნლიქტში.

XS
SM
MD
LG