Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი ბირთვულ სფეროში საბოლოო შეთანხმებას დაელოდება


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი არც ემხრობა და არც ეწინააღმდეგება ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელსაც შვეიცარიაში მიაღწიეს ირანის დელეგაციამ და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა, და გერმანიამ, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. აიათოლას თქმით, ის დაელოდება, სანამ საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული. ეს იყო აიათოლას პირველი კომენტარი ლოზანაში მიღწეული შეთანხმების გამო. საბოლოო ხელშეკრულება ივნისის ბოლოსთვის უნდა დაიდოს.

XS
SM
MD
LG