Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბის და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკება გამართეს


კუბის და აშშ-ის საგარეო უწყებათა უმაღლესმა წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს პანამაში. ეს იყო ამ დონის პირველი შეხვედრა ბოლო 25 წელიწადში. ჯონ კერი და ბრუნო როდრიგესი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ამერიკის სამიტის კულუარებში. აშშ-ის დელეგაციის თანახმად, კერი და როდრიგესი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა უთანხმოებათა მოსაგვარებლად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელიც სამიტში იღებს მონაწილეობას, თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასრულა ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნების სიაში კუბის ყოფნის საკითხის განხილვა. ობამას თქმით, ის სულ მალე გადაწყვეტს, დარჩება თუ არა კუბა ამ ნუსხაში.

XS
SM
MD
LG