Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ჩივის ნატოში მისი დელეგაციის შემცირების გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსეი მეშკოვმა განაცხადა, რომ ნატოს ათი აპრილის გადაწყვეტილებას ალიანსში რუსეთის დელეგაციის რაოდენობის შემცირების შესახებ „ცივი ომის სულისკვეთების სუნი უდის“. ნატოს პრეს-მდივნის მოადგილემ, კარმენ რომერომ განაცხადა ათ აპრილს, რომ ნატოს პარტნიორი 41 ქვეყნის დელეგაციები მაქსიმუმ 30 წევრს უნდა შეიცავდნენ. ფიქრობენ, რომ მხოლოდ რუსეთს ჰყავდა 50-კაციანი წარმომადგენლობა. რომეროს თქმით, თანამშრომელთა შემცირება პრაქტიკული ნაბიჯი იყო, რომელიც არ იყო რუსეთის გამო გადადგმული და რომ რუსეთის წარმომადგენელს, ისევე როგორც დელეგაციის სამ სხვა წევრს, ნატოს ოფისებში კვლავაც ექნებათ დამოუკიდებლად შესვლის საშუალება. რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის, ყირიმის ანექსიის შემდეგ ურთიერთობა კრემლსა და ალიანსს შორის გაცივდა.

XS
SM
MD
LG