Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტი


ვატიკანში დღეს რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. მიღების შემდეგ პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეხვედრას „უმნიშვნელოვანესს“ უწოდებს: „რომის პაპთან საქართველოს ისტორიული როლის, იმ უნიკალური კულტურისა და განსაკუთრებული მისიის შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებდა რეგიონში. ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. განვიხილეთ ის სირთულეებიც, რაც ქართულ-ევროპულ არჩევანს დღეს თან ახლავს“ - აცხადებს მარგველაშვილი. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, დაათვალიერა წმინდა პეტრეს ტაძარი და ვატიკანის მუზეუმი.

XS
SM
MD
LG