Accessibility links

logo-print

რუსეთის გამანადგურებელმა კურსი შეაცვლევინა აშშ-ის თვითმფრინავს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა სამხედრო ავიაგამანადგურებელმა გზა გადაუჭრა აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავს და აიძულა იგი შეეცვალა კურსი. საჰაერო ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე, რუსეთის საზღვრის მახლობლად მოხდა. რუსეთის სამხედრო უწყების პრესმდივნის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი 7 აპრილს მიუახლოვდა რუსეთის საზღვარს, სადაც იგი რუსეთის "სუ-27"-ის ტიპის გამანადგურებელმა გარშემო რამდენჯერმე შემოფრენით უკუაგდო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი რუსეთის გამანადგურებელი ძალიან სახიფათოდ მიუახლოვდა და კინაღამ დაეჯახა აშშ-ის თვითმფრინავს.

XS
SM
MD
LG