Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება შეტევას ახორციელებს ქალაქ რამადიზე


ერაყის ხელისუფლების ცნობით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო დანაყოფებმა 10 აპრილს ფართო მასშტაბის შეტევა წამოიწყეს ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადიზე. უსაფრთხოების უწყების ცნობით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ავიაციის მხარდაჭერით შეძლეს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით განხორციელებული შეტევის მოგერიება. ბრძოლებში დაახლოებით 13 ექსტრემისტი მოკლეს. ერაყის მთავრობა სასწრაფოდ ახორციელებს დამატებითი ძალების გადასროლას კონტრშეტევის დასაწყებად.

XS
SM
MD
LG