Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სიკვდილი მიუსაჯეს „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერს


ეგვიპტის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერ მუჰამედ ბადიესა და მოძრაობის 13 მაღალჩინოსანს ქაოსის შექმნისა და ძალადობისაკენ მოწოდებისთვის. მოძრაობის კიდევ 37 წევრს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მათ შორის არის ორმაგი, ეგვიპტისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე მოჰამედ სოლთანი, რომელიც დამნაშავედ ცნეს „მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ხელისუფლებიდან ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის ჩამოშორების შემდეგ, ეგვიპტეში დააპატიმრეს მისი ათასობით მომხრე. ეგვიპტის ამჟამინდელი ლიდერი აბდელ ფატა ალ სისი მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG