Accessibility links

logo-print

ხარკოვში მოახდინეს ბოლშევიკების ძეგლების დემონტაჟი


უკრაინის ქალაქ ხარკოვში აიღეს საბჭოთა ეპოქის სამი მონუმენტი: ბოლშევიკებისა და რევოლუციონერების: სერგო ორჯონიკიძის, იაკობ სვერდლოვისა და ნიკოლაი რუდნევის ძეგლები. 11 აპრილის ღამით განხორციელებული დემონტაჟის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. სამხედროფორმიანმა ახალგაზრდებმა, რომელთაგან ზოგიერთს სახეზე შავი ნიღბები ეკეთა, ძეგლები ბუქსირის საშუალებით ჩამოდგეს კვარცხლბეკიდან. ხარკოვის მერმა გენადი კერნესმა პოლიციისაგან მოითხოვა განმარტება, თუ რატომ დაუშვეს ძეგლების უკანონო დემონტაჟი. 9 აპრილს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გმობს კომუნისტურ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, კრძალავს მათ პროპაგანდასა და სიმბოლიკას.

XS
SM
MD
LG