Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: არ მაინტერესებს ცივი ომისდროინდელი დაპირისპირება


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, წარსულში არსებული იდეოლოგიური დაპირისპირების მიუხედავად, მას სურს კუბასთან თანამშრომლობა. ეს განცხადება ობამამ გააკეთა 11 აპრილს, პანამაში გამართულ ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციის სამიტზე, რომელშიც, მასთან და სხვა ამერიკელ ლიდერებთან ერთად პირველად მონაწილეობდა კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო. „ცივი ომი დასრულდა და მე არ მაინტერესებს ის დაპირისპირება, რომელიც ჩემს დაბადებამდე დაიწყო“, - აღნიშნა ობამამ. სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს რაულ კასტრომ აშშ-თან „დიალოგის სურვილს“ გაუსვა ხაზი. სამიტის გახსნის დღეს, 10 აპრილს, ბარაკ ობამამ და რაულ კასტრომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ხოლო 2014 წლის მიწურულს გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელიც კუბისა და აშშ-ის ლიდერთა პირველი საუბარი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG