Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: ჰილარი კლინტონი „ბრწყინვალე პრეზიდენტი“ იქნება


მოელიან, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს გააკეთებს განცხადებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ყოფილი პირველი ლედის შესაბამისი განცხადების შემცველი ვიდეომიმართვა სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდება. მანამდე 11 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი „ბრწყინვალე“ პრეზიდენტი იქნება. 2008 წელს ჰილარი კლინტონი სწორედ ბარაკ ობამასთან დამარცხდა პრეზიდენტობის პრეტენდენტის გამოსავლენად ჩატარებულ დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში.

XS
SM
MD
LG