Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს დამკვირვებლები დონბასში ახალი შეტაკებების შესახებ იუწყებიან


ეუთოს დამკვირვებელთა ინფორმაციით, შაბათ საღამოს განახლდა სროლა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ შიროკინოში, სადაც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები. უკრაინული საინფორმაციო საშუალებები კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტ პესკიში იუწყებოდნენ შეტაკებების შესახებ, რომლის დროსაც უკრაინელმა სამხედროებმა სავარაუდოდ სეპარატისტების ერთი ტანკი ააფეთქეს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შტაბის ინფორმაციით, სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 18-ჯერ დარღვიეს. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება კი თავის მხრივ უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათი 49-ჯერ დაუშინეს ცეცხლი სეპარატისტთა პოზიციებს.

XS
SM
MD
LG