Accessibility links

logo-print

რომის პაპმა სომეხთა „გენოციდის“ მეასე წლისთავი აღნიშნა


რომის პაპმა ფრანცისკემ „მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი“ უწოდა სომეხთა მასობრივ მკვლელობას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში კვირას ჩატარდა წირვა, რომელიც ამ ტრაგიკული თარიღის მეასე წლისთავს მიეძღვნა. ღვთისმსახურებას ვატიკანში ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და სომხეთის კათოლიკური ეკლესიის პატრიარქი ნერსეს ბედროს მე-19. რომის პაპის ამ განცხადებამ გააღიზიანა თურქეთი, რომელიც აღიარებს სომეხთა მასობრივ მკვლელობას 100 წლის წინ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ძალადობას ასობით ათასი თურქიც ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG