Accessibility links

ვლადიმერ პუტინს დიდი შვიდეულის შეხვედრაზე არც ამჯერად მიიწვევენ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ იქნება მიწვეული დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც ივნისში ბავარიაში გაიმართება. ასე გამოეხმაურა „დი ველტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მემარცხენე პარტიის ლიდერის მოწოდებას, წამყვანი ეკონომიკების ქვეყნების ლიდერთა სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევის თაობაზე. რუსეთის იზოლაცია არავის ინტერსში არაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG