Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ, სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან ერთად, დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. მინდია ჯანელიძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე და პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური.

XS
SM
MD
LG