Accessibility links

logo-print

51-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა


საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 150 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე კვირაში 51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.

XS
SM
MD
LG