Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ვიდეოკონფერენცია 14 აპრილს გაიმართება


აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის წევრებს შორის ვიდეოკონფერენცია 14 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ლიდერები მზად არიან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობისთვის. მოლაპარაკებებში უკრაინის მთავრობას ექსპრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა წარმოადგენს. მისი თქმით, ვიდეოკონფერენციის დროს ცეცხლის შეწყვეტის, სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის და ეუთო-ს დამკვირვებლების კონფლიქტის ზონაში დაშვების საკითხებს განიხილავენ. საკონტაქტო ჯგუფში რუსეთის, უკრაინის, ეუთო-სა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები შედიან.

XS
SM
MD
LG