Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა 9 ადამიანი გადაარჩინეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად 9 ადამიანი შავი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს. ბათუმში საქართველოს ცხრა მოქალაქე, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, შავ ზღვაში სასეირნო კატარღით შევიდა, რომელსაც ძრავი გაუფუჭდა. "სამაშველო ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა და ჩატარებული სპეციალური სამუშაოების შედეგად მოხდა მათი ნაპირზე უვნებლად გამოყვანა. აღნიშნული კატარღა კი მაშველებმა საბუქსირე საშუალებით ნაპირზე გადაიტანეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG