Accessibility links

logo-print

რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს ნატოსთან შვედეთისა და ფინეთის დაახლოების გამო


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, „საგანგებო შეშფოთების“ საგანია ზომები, რომლებსაც ფინეთი და შვედეთი მიმართავენ ნატოსთან დასაახლოებლად. ეს განცხადება რამდენიმე დღეში მოჰყვა შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის და ისლანდიის თავდაცვის მინისტრების განცხადებას, რომ ჩრდილოეთი ევროპა უნდა მოემზადოს რუსეთის ქმედებით გამოწვეული შესაძლო კრიზისების და ინციდენტებისათვის. ეს შეფასება გამოთქმულია მინისტრების ერთობლივ საგაზეთო სტატიაში. ფინეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, და შვედეთი არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ აძლიერებენ ალიანსთან თანამშრომლობას. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ძლიერ დაძაბულობას იწვევს დასავლეთთან ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG