Accessibility links

logo-print

ბერლინში დაიწყო მოლაპარაკება უკრაინაში ზავის დაცვის შესახებ


დღეს ბერლინში იმართება მოლაპარაკება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის საკითხებზე. ბერლინის შეხვედრაში მონაწილეობენგერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ლორან ფაბიუსი, პავლო კლიმკინი და სერგეი ლავროვი. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დახმარებით მოქმედ მეამბოხეეებსა და უკრაინის ჯარებს შორის კონფლიქტმა შარშანდელი აპრილის შემდეგ 6000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. თებერვალში მინსკში ხელმოწერილმა ზავმა, მართალია, შეამცირა ძალადობა, მაგრამ დაძაბულობა კვლავაც მწვავეა. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა მოსკოვსა და კიევს, მიმართონ ზომებს მინსკის შეთანხმების შესასრულებლად. შტაინმიერის განმარტებით, რომელიც მან გერმანიის გაზეთ „ველტთან“ ინტერვიუში გააკეთა, ამ გზაზე შემდეგ ეტაპად ითვლება ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადება ტერიტორიებზე, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარება და რეკონტრუქცია აღმოსავლეთ უკრაინაში. შტაინმაიერმა განაცხადა, რომუშუალოდ შეხვედრისდაწყებამდე, რომ ჩემო კოლეგები და მე ვიმსჯელებთ, როგორც უნდა დაიწყოს პოლიტიკური პროცესიო. მისივე თქმით, გეგმაშია სამუშაო ჯგუფების ინფორმაციის გარშემო მსჯელობა.

XS
SM
MD
LG