Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი რომის პაპს აკრიტიკებს სომეხთა „გენოციდზე“ საუბრისთვის


თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რომის პაპს, ფრანცისკეს სიტყვა „გენოციდისთვის“, რომელიც მან იხმარა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურებისას. ფრანცისკეს ამ, 12 აპრილის, გამოსვლის მომდევნო დღეს ანკარამ გამოაცხადა, რომ ვატიკანიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერში“ გამოთქვა შეფასება, რომ პაპის განცხადება „შორს არის სამართლებრივი და ისტორიული რეალობისაგან“ და მიუღებელია. ფრანცისკემ ღვთისმსახურებისას თქვა, რომ სომეხთა დახოცვა ბევრის მიერ ფასდება „XX საუკუნის პირველ გენოციდად“. ამ სიტყვებით მან ციტირება მოახდინა განცხადებიდან, რომელსაც 2001 წელს ხელი მოაწერეს პაპმა იოანე პავლე II-მ და სომეხთა პატრიარქმა.

XS
SM
MD
LG