Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი


გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი. გამომცემლობა „შტაიდლი“ იუწყება, რომ გრასი 13 აპრილს გარდაიცვალა ქალაქ ლიუბეკის საავადმყოფოში. ის 87 წლის იყო. გრასის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს მიეკუთვნება „თუნუქის დოლი“, რომელიც 1959 წელს გამოქვეყნდა. მის 1979 წლის ეკრანიზაციას მიღებული აქვს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი "ოსკარი".

XS
SM
MD
LG