Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე


შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჰილარი კლინტონმა დაიწყო ტურნე რამდენიმე შტატში მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თავისი გეგმის შესახებ კლინტონმა გამოაცხადა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში. დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ნომინირების შემთხვევაში, კლინტონი დაუპირისპირდება რესპუბლიკელების კანდიდატს, რომელსაც, ისევე როგორც დემოკრატი კანდიდატის შემთხვევაში, შიდაპარტიული არჩევნები, ანუ პრაიმერები გაარკვევს. პრეზიდენტობის მსურველ რესპუბლიკელებს შორის არის ფლორიდის შტატის ყოფილი გუბერნატორი, ჯებ ბუში - ყოფილი პრეზიდენტების შვილი და ძმა.

XS
SM
MD
LG