Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა დახოცეს 18 ჯარისკაცი


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბმა ექსტრემისტებმა მოკლეს, სულ ცოტა, 18 ჯარისკაცი ბოლო დღეებში ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში მოწყობილი იერიშების შედეგად. თავდაცვის სამინისტრომ 13 აპრილს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ბადახშანის პროვინციაში ბრძოლისას დაიღუპა, დაიჭრა, ან დაიკარგა 33 ჯარისკაცი. შეტაკებების უმრავლესობა მოხდა 10 აპრილს, როცა თალიბებმა იერიში წამოიწყეს არმიის რამდენიმე პოსტზე ჯურმის რაიონში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG