Accessibility links

logo-print

ქართველი მოჭადრაკე დუბაის ტურნირიდან მოხსნეს


ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი გაიოზ ნიგალიძე მოხსნეს დუბაის საჭადრაკო ტურნირიდან. როგორც ტურნირის ორგანიზატორებმა დაადგინეს, 12 აპრილის პარტიის მსვლელობაში ნიგალიძე გადიოდა ტუალეტში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით ამოწმებდა სვლებს. ტურნირის მეექვსე ტურში ნიგალიძის მეტოქემ, სომეხმა ტიგრან პეტროსიანმა, საჩივარი შეიტანა იმის გამო, რომ სვლებს შორის ქართველი მოჭადრაკე ტუალეტში მიდიოდა ხოლმე. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა აღმოაჩინეს, რომ ნიგალიძეს იქ მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ნიგალიძე სამი წლით კარგავს ყველა სანქცირებულ ტურნირში მონაწილეობის უფლებას. აკრძალვა 15 წლამდე გაგრძელდება წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში. ნიგალიძე საქართველოს ორგზის, 2013 და 2014 წლების ჩემპიონია.

XS
SM
MD
LG